"საქართველოს ნაკრების უკვე ძალიან ბევრს ეშინია" - ექსპერტების პროგნოზი

29.06.24 17:07
"საქართველოს ნაკრების უკვე ძალიან ბევრს ეშინია" - ექსპერტების პროგნოზი

"ჩვენი უკვე ძალიან ბევრს ეშინია" - ამის შესახებ კომენტარს სპორტის ესპერტი "პირველებთან" აკეთებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესპანეთთან წინააღმდეგ წარმატებებს უსურვებს.

ექსპერტი ამბობს, რომ მიუხედავად ესპანეთის სიძლიერისა, ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის შეჩერება მოწინააღმდეგეს გაუჭირდება.

ჩვენი უკვე ძალიან ბევრს ეშინია. აქაურ პრესას, გულშემატკივრებს, ექსპერტებს გავეცანი და სხვანაირად გვიყურებენ საერთოდ. საქართველო არის პატარა ნაკრები, რომელსაც არაფერი არ აქვს დასაკარგი. იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მოლოდინი იყო. რაც გავაკეთეთ, ცოტა შიშს იწვევს. ესპანეთს და მსგავს გუნდებს მოეთხოვებათ, რადგან თამასა მაღლა აქვთ აწეული და ჩვენ საერთოდ არანაირი წნეხი არ გვაქვს. კვარას და მიქაუტაძის გაჩერება ძალიან რთული იქნება ნებისმიერი დაცვისთვის", - ამბობს

ჯვაროსნები ფორიაროხასთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან - თვეების შემდეგ სანიოლის გუნდი ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრების პირისპირ პირველად  აღმოჩნდება. ეს არის რევანშისტული თამაში. ეროვნულ ნაკრებში ამბობენ, რომ შეცდომებზე ისწავლეს. საქართველო ფორმაშია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩემპიონატის ფავორიტი გუნდი ევროპირველობიდან გამოთიშონ. მთელი ქვეყანა ახლა გერმანულ ქალაქში დაგეგმილი მატჩის მოლოდინშია. როგორც არ უნდა დასრულდეს ხვალინდელი საფეხბურთო შერკინება, ყველა თანხმდება, რომ ჩვენმა ნაკრებმა სასწაული უკვე მოახდინა.