ფოტოები საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან

29.06.24 18:05
ფოტოები საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან

ზღაპარი გრძელდება - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. რამდენიმე დღის წინ ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს.

საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა.

ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი  იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები