ესპანეთთან ახალ გადაწყვეტილებებს მივიღებ - სანიოლის კომენტარი

29.06.24 18:52
ესპანეთთან ახალ გადაწყვეტილებებს მივიღებ - სანიოლის კომენტარი

"ხვალ ახალი მატჩია და იქნება გადაწყვეტილებები, ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს"- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ესპანეთთან შეხვედრამდე ჩატარებულ  პრესკონფერენციაზე საუბრიბს. 

მისი თქმით, რასაც ხედავს და გრძნობს იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს: 

ეს არის ჩემი საქმის ერთ-ერთი ნაწილი, ვალდებულებაც, რომ გადაწყვეტილებები მივიღო. რასაც ვხედავ და ვგრძნობ, იმის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებებს. ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ვცდილობ, ისეთი გადაწყევტილებები მივიღო, რაც გუნდისთვის კარგია და მიხარია, რომ ფეხბურთელებიც მპასუხობენ შესაბამისად. ხვალ ახალი მატჩია და იქნება გადაწყვეტილებები, ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. გვაქვს დიდი თავდაჯერება, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს დასაკარგი, ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ გვაქვს ამ ტურნირზე თამაშის საშუალება“-  თქვა სანიოლმა.

საქართველოს ევროვნული ნმაკრების მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტზე ისაუბრა და თქვა: 

 "ქართველი ფეხბურთელები ძალიან ემოციურები არიან და ჩვენს შორის კარგი ბალანსია. ჩვენი მენტალიტეტები ერთმანეთს კარგად ერწყმის და მუშაობას დაბალანსებულად ვახერხებთ“.

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს, სანიოლის თქმით, "ესპანეთს ხიფათის შექმნა ყველა ზონიდან შეუძლია, რადგან დიდი ფეხბურთელები ჰყავს". 

საქართველოსა  ესპანეთის ნაკრების დაპირისპირება კიოლნში ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. 


 

მსგავსი სიახლეები