ქოჩორას გზა - დაცემიდან აღმასვლამდე

29.06.24 20:32
ქოჩორას გზა - დაცემიდან აღმასვლამდე

ქოჩორას ცხოვრების საბედისწერო მომენტები  - ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახი უცნობი ამბებით შაბათის ეთერში. 

ტრიუმფი 25 წლის გიორგი ქოჩორაშვილთან კარიერაში ასე მარტივად არ მოსულა. ქარტეხილებით სავსე ცხვრების გზებმა გიორგი ქოჩორაშვილს დაცემა და ადგომა ასწავლა. იყო მომენტები, როდესაც ფიქრობდა, რომ ფეხბურთისთვის თავი უნდა დაენებებინა,  მაგრამ ძირს დანარცხებამ უფრო მაღლა ასვლა ასწავლა. 

"ერთ-ერთმა ცნობილმა მწვრთნელმა უთხრა, რომ ვერ ითამაშებ ევროპულ ფეხბურთსო"- ჰყვება ქოჩორას მამა, როინ ქოჩორაშვილი "შაბათის ეთერის" ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ეს იყო მომენტი, როდესაც 17 წლის ასაკში არჩევანის ზღვარზე დადგა - პროფესიიდან წასვლას დარჩენა ამჯობინა, პირველ რიგში იმის დასამტკიცებლად, რომ მას ეს შეეძლო, მას ეს გამოუვიდოდა. ამ გარდატეხამ მას თავისი სათქმელი ათქმევინა. ისწავლა, რომ დაცემას ყოველთვის აღმასვლა მოსდევს. ჰქონდა მიზანი და ამ მიზნისკენ სავალ გზაზე ბევრი იმედგაცრუება.

მან დაამტკიცა,  რომ მაგარია - ოღონდ ვიდრე დაამტკიცებდა წარმოუდგენელი შრომა ჩადო, არამარტო მოედანზე, არამედ სპორტდარბაზებში, სადაც უამრავი საათი გაატარა.  წავიდა ევროპაში თამაშობს, იქ სადაც ყოველთვის უნდოდა, თუმცა პირველი ნაბიჯები უცხოეთში არც ისე მარტივი იყო. 

ქოჩორას ამბავი - სრულად ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები