საქართველოს კარის რკინის გუმბათი - მამარდაშვილის გზა

საქართველოს კარის რკინის გუმბათი - გაიცანით ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კარი დაუძლევენ ციხე-გალავნად აქცია.
პირველად და რათქმა უნდა, "შაბათის ეთერთან" ალაპარაკდებიან გიორგი მამარდაშვილის მშობლები, დავით მამარდაშვილი და თამუნა ბლიაძე.
მამარდას დედა "ტვ პირველის" "შაბათის ეთერთან" ჰყვება, რატომ არ უნდოდა შვილი ფეხბურთელი ყოფილიყო. მან კარგად იცოდა, რა გზას გადიოდა ყოველდღე მისი ფეხბურთელი მეუღლე. დავით მამარდაშვილი ჯერ "გაგრაში" თამაშობდა, შემდეგ რვა წელი "ტორბედოში".
ფეხბურთი გიორგის მამამ შეაყვარა - ბავშვობიდან დაჰყავდა ყველგან, სადაც თვითონ დადიოდა. მათ შორის სპორტულ შეკრებებზე. შემდეგ გიორგი მამის მსგავსად კლუბ "გაგრაში" მოხვდა, იქედან "დინამოში". მაგრამ დამწყები მეკარე გიორგი მამარდაშვილი რატომღაც მოედანზე არ გაყავდათ.
"შაბათის ეთერმა" მიაგნო და ჩაწერა გიორგი მამარდაშვილის სპორტის მასწავლებელიც - გულიკო ლორიამ გლდანის 115-ე სკოლის მცირე დარბაზის კარი ჟურნალისტებისთვის პირველად გახსნა. ამ მომენტზე პედაგოგი 45 წლიანი სტაჟით იმ დროიდან ოცნებობს, როცა გაიგო, რომ მისი მოსწავლე გიორგი მამარდაშვილი დიდ ფეხბურთში წავიდა.
ამასთან, სატელევიზიო დღის სინათლე იხილა ახალგაზრდა ფეხბურთელის ისეთმა ვიდეო-კადრებმა, რომლის არსებობაც სავარაუდოდ, თავად ეროვნული ნაკრების მეკარემაც არ იცის.