საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ - ქართველი ქომაგები გერმანიაში მიემგზავრებიან

30.06.24 11:07
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ - ქართველი ქომაგები გერმანიაში მიემგზავრებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ - რევანშისტული თამაშის დაწყებამდე ზუსტად 11 საათი რჩება. საქართველო ფორმაშია. ქართველი ფეხბურთელები ქომაგებს უკომპრომისო ბრძოლას ჰპირდებიან.

ქართველ ფეხბურთელებს გერმანულ არენაზე ქართული შეძახილებით გაამხენევებს, მინიმუმ, 10 ათასი ქომაგი. თბილისის აეროპორტიდან ცოტა ხნისს წინ გაფრინდა  გულშემატკივრებით სავსე, კიდევ ერთი ავიახომალდი.

ქართველი ქომაგები ამბობენ, რომ გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ მიიღეს. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ნაკრები ამჯერადაც გაიმარჯვებს.

წინა თამაშებზე არ ვიავი, ვერ მოვახერხე და პორტუგალიას რომ მოვუგეთ, იმ ღამეს ვიყიდე ბილეთები, აღარ გამოიოდა, რომ არ წავსულიყავი. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. აგერ შილიც მიმყავს და იმედი გვაქვს, რომ უკანა ბილეთი რაც გვაქვს, იმის გადადება მოგვიწევს, - ამბობს ქომაგი.

შეიძლება გავიდეთ ბოლომდე და ჩემპიონები გავხდეთ და მაგისთვის მივდივარ, რომ ჩემი ენერგია გადავცე ბიჭებს. ძალიან ვნანობ, რმ წინა თამაშებზე არ წავედი. პორტუგალიასტან მატჩი იყო, რამაც წასვლის გადაწყვეტილება მიმაღებინა, - ამბობს გულშემატკივარი. 

ეს იყო ბოლო შანსი, რომ რაღაც გაგვეკეთებინა და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოვხვედრილიყავით. ბილეთები, ფაქტობრივად, არ იყო. არც ვიცი, როგორ ვიშოვეთ. უკანა ფრენის ბილეთი ჯერჯერობით არ გვაქვს. იმედი მაქვს, რაღაცნაირად დავბრუნდებით, - ამბობს ქომაგი.