რევანშისტული მატჩის მოლოდინში - ქომაგები დღესაც მიხეილ მესხის სტადიონზე შეიკრიბებიან

საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის ემზადებიან საქართელოშიც. ვინც გერმანიაში ვერ გაფრინდა, გადამწყვეტი თამაშის ყურება გიგნატური ეკრანებიდან შეეძლებათ, ასე იქნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც და რა თქმა უნდა, თბილისშიც. დღეს გულშემატკივრები იხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე შეიკრიბებიან.
ქომაგებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჩვენი ფეხბურთელები შესაძლებელის მაქსიმუმს გააკეთებენ, თუმცა რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი თამაში, ყველა თანხმდება, რომ ჩვენმა ნაკრებმა სასწაული უკვე მოახდინა, დაიპყრო ყველას გული, მოიპოვა დიდი გამარჯვება და საერთაშორისო აღიარება.
ჩემი მოლოდინები დღევანელ მატჩთან დაკავშირებით არის ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების გულშემატკივარს. ჩვენ მოვიგებთ აუცილებლად იმიტომ, რომ მხოლოდ ეგ მიზანი აქვთ ჩვენს ბიჭებს და მაგ მიზნის შესასრულებლად 90 წუთი, მინიმუმ, გააკეთებენ ყველაფერს. ასე რომ, ეს პანეთი იქნება ეს თუ შემდეგ გერმანია თუ ვინც იქნება ფინალში, არ აქვს მნიშვნელობა, ამას ჩვენთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მხოლოდ გამარჯვება და წარმატებების ბიჭებს და ყევლას, ვის გულშიც დღეს გამარჯვების იმედია, - ამბობს იუმორისტი ნიკა ქავთარაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართელოს ესპანეთის მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.