საქართველოს ნაკრები პროგრესს განიცდის, ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ - ესპანეთის მწვრთნელი
გამარჯვების მოპოვება რთულად ესახება ლუის დელა ფუენტეს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღიარებს, რომ დღევანდელ მატჩზე განსაკუთრებით ღელავს. დელა ფუენტეე გეგმავს, რომ სასტარტო შემადგენლობაში განსაკუთრებით ძლიერი ფეხბურთელები შეიყვანოს.
მაქსიმალურ პატივისცემას გამოვხატავ იმ გუნდის მიმართ, რომელიც დიდ ტურნირზე პირველად თამაშობს და პორტუგალიას აჯობა. ჩვენი გამოცდილებიდან ვხედავთ, რომ საქართველოს ნაკრები გაუმჯობესდა და პროგრესს განიცდის, ამიტომ ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ, რათა შემეგ ეტაპზე გავიდეთ. ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სისტემა შეცვალა. ამ გუნდის მოთამაშეები კონტრშეტევაზე გადასვლას ძალიან სწრაფად ახერხებენ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ. ევროპის ჩემპიოანტზე შეძენილი გამოცდილება ად თავდაჯერება, რომელიც პორტუგალიასთან თამაშით შეიძინეს, საქართველოს უფრო საშიშის ხდის. ამის წყალობით ისინი უკეთესები იქნებიან, ჩვენ კი საკუთარი გზით სიარული და წინსვლა უნდა განვაგრძოთ, - თქვა ესპანეთის მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო- ესპანეთის მატჩი დღეს გერმანიაში 23:00 საათზე დაიწყება.