რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს მოუგოს ესპანეთს? - რას ამბობენ სპეციალისტები
რომელ ქართველ ფეხბურთელს ექნება დღეს ყველაზე რთული მისია და როგორი ტაქტიკით უნდა ითამაშოს საქართველომ? - რთული თამაშის მიუხედავად, სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი ბიჭები დღეს თავის საქმეს კარგად შეასრულებენ, გულშემატკივრების მისია კი მათი ქომაგობაა.
იქნება ძალან რთული ბრძოლა, იმიტომ, რომ ესპანელებზე ახლა საუბარი ალბათ საჭირო არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს, მე პირადად, მაქვს უკეთესის იმედი, კარგი შედეგით დამთავრების, - ამბობს დინამოს აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი არჩილ კეკელია.
ამავე აზრზეა დინამოს აკადემიის სელექციონერი თემურ უგრეხელიძე.
რასაც თამაშობენ დღეს, ყველამ დავინახეთ, რომ არა მარტო შედეგით, თავის დროზე, ჩეხებთან მაგალითზე მოვიყვანოთ, ჩეხებს თითქოს ჰქონდათ ბურთის ფლობა მეტი, მაგრამ შეიძლება თამაშიც მოგვეგო, ამიტომ ტაქტიკაც, ყველაფერი, თვითონ ყველაზე კარგად იციან და ჩვენი საქმეა გულშემატკივრობა, - ამბობს დინამოს აკადემიის სელექციონერი თემურ უგრეხელიძე.
სპორტული ჟურნალისტი ნიკა ტაბატაძე კი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაშის მაღალი კლასი უკვე აჩვენა და ნებისმიერი რეზულტატის შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება.
დღეს იქნება ძალიან რთული თამაში, რადგან ალბათ ვუპირისპირდებით ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს. ყოველ შემთხვევაში, იმით, რაც ვნახეთ, ასეა. ის უკვე არის ყველაზე დიდი სპორტული წარმატება, რაც ჩვენ გვინახავს დამუკიდებლობის განმავლობაში. ასე რომ, ესპანეთის ნაკრებთან, ჩვენ, მთავარია შევინარჩუნოთ სახე, ფორმა, ისევ დავრჩეთ ნეიტრალური ქომაგისთვის საყვარელ გუნდად და მე მგონია, რომ ნებისმიერი რეზულტატის შემთხვევაში, მაინც ყველაფერი კარგად იქნება, - ამბობს სპორტული ჟურნალისტი ნიკა ტაბატაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩი დღეს კიოლნის სტადონზე თბილისის დროით 23:00 საატზე გაიმართება.