"თუ საქართველო ეესპანეთის ნაკრებს დაამარცხებს..." - დაპირებების ახალი სერია სოცქსელში

ვინ რა პირობას დებს თუ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაამარცხებს? სოციალურ ქსელში დაპირებების ახალი სერია დაიწყო.
დღეს თუ მოვიგეთ, ხვალ მთელი ოფისის ჭამას ვკისრულობს მე
თუ მოვიგეთ, ხვალვე ჩავრიცხავთ ხელფასებს და ერთად აღვნიშნოთ
მთელი დღე ხმას არ ამოვიღებ
ხვალიდან გავდივარ შვებულებაში და თუ მოვიგეთ, შვებულებაშ არ გავალ, მაგრამ ჩამეთვალოს მიანც შვებულებად
თმას შევიღებავ წითლად
პორტიგალიასთან მოგების შემდეგ მოწევის დავანებე თავი. თუ საქართველო ესპანეთს მოუგებს, პირობას ვდებ, ერთი თვის მანძილზე არ გამოვიყენებ არცერთ სოციალურ ქსელს
სამსახურში არ დავიგვიანებ ერთი თვის მანძილზე
ჩვენ თუ ესპანეთთან მოვიგეთ, მე წელს გავთხოვდები
გულშემატკივრების ნაწილი პირობის შესრულებას სთხოვს ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი ჩაკვეტაძეს და გიორგი ქოჩარაშვილს. ორმა თქვა, რომ თუ ევროპის ჩემიპიონატზე ჯგუფიდან გავიდოდნენ, თმას შეიღებავდნენ, ქოჩორაშვილმა კი პირობა დადო, რომ თმას შეიჭრიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩი დღეს კიოლნის სტადონზე თბილისის დროით 23:00 საატზე გაიმართება.