"ვნახავთ თუ არა კიდევ ერთ უზარმაზარ უბედურებას" - საერთაშორისო მედია საქართველოს ნაკრებზე წერს
"ვნახავთ თუ არა კიდევ ერთ უზარმაზარ უბედურებას" - ამ სატაურის სტატიას საქართელო-ესპანეთის მოსალოდნელ მატჩთან დაკავშირებით The Guardian აქვეყნებს. გამოცემა მატჩის მოსალოდნელ შედეგებზე წერს, თუმცა პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა აღიარებს, რომ ესპანეთი ტურნირის ფავორიტია, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ყველას უჭირს. საქართველოს უკვე უწოდებენ სიურპრიზების სავსვე პაკეტს.
სპორტული მიმომხილველების განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე იპყრობენ.
დღეს ჩვენ გველოდება ჯვაროსნებისა და ფურია როხას დაპირისპირება. ესპანეთი საქართელოს წინააღმდეგ. ტურნირის დებიუტანტმა საქართელომ, რომელმაც გააოცა ევრო 2016-ის გამარჯვებული პორტუგალია, ამ კვირის დასაწყისში 2:0-ით მოგებით. ვნახავთ დღეს კიდევ ერთ უზარმაზარ უბედურებას?, - წერს გარდიენი.
საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე თამაშზე წერს კიდევ ერთი საერთაშორისო მედია.
ესპანეთი საყოველთაოდ ითვლება ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ჯგუფური სამივე თამაშის მოგების შემდეგ, მაგრამ საქართელომ ევრო 2024 -ის შოკისმომგვრელი შედეგი პორტუგალიის დამარცხებით დაასრულა. საქართველოს სწრაფი წინსვლა მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით გამოირჩეოდა პორტუგალიასთან მოგებაში, რომელმაც კვალიფიკაცია უზრუნველყო. მისი დაბალი ბლოკი და სწრაფი კონტრშეტევები ალბანეთის მსგავსი იყო, რამაც ესპანეთს უამრავი პრობლემა შეუქმნა და ორშაბათს ესპანეთმა 1:0 მოიგო, - წერს მედია.
საერთაშორისო მედია ხვიჩა კვარაცელიასა და გიორგი მიქაუტაზეც წერს.
მიუხედავად მცირე შანსებისა, საქართელომ ტურნირზე იბრძოლა. 23 წლის თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამართულ მატჩში გაიტანა გოლი მეორე წუთზე და ამით დაეხმარა გუნდს გამარჯვებაში. 2019 წელს ეროვნულ გუნდში შესვლის შემდეგ მან 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ქართველების კიდევ ერთი შემტევი იარაღი ფორვარდი გიორგი ნიქაუტაძეა.28 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიასთან მატჩის დროსაც გაიტანა გოლი და ჩეხეთთან 22 ივნისს ფრედ დაასრულებულ თამაშშიც. მიქაუტაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2021 წელს შეუერთდა, 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, - წერს მედია.