6 საათი ისტორიულ მატჩამდე - გერმანიაში მყოფი ქართველები მსვლელობისთვის ემზადებიან

30.06.24 17:12
6 საათი ისტორიულ მატჩამდე - გერმანიაში მყოფი ქართველები მსვლელობისთვის ემზადებიან

6 საათი ისტორიულ მატჩამდე - გერმანიაში მყოფი ქართველები მსვლელობისთვის ემზადებიან. ერთ საათში კიოლნის ქუჩებში ქართველი ქომაგების შეკრება იწყება. მსვლელობა სტარტს ცენტრალური სადგურიდან აიღებს და სტადიონთან დასრულდება. დღეს საქართველო ან მეოთხედფინალში გადადის ან ევროპის ჩემპიონატს ეთიშება.

პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ესპანეთი თამაშობს. ამის მიუხედავად, ქართელი ქომაგები ამბობენ, რომ ქართელი ფეხბურთელების გამარჯვების იმედი აქვთ.

მიუხედავად რთული თამაშისა, მემგონი, ის შედეგი, რაც პორტყუგალსითან დავდეთ, მიუხედავად სკეპტიკური განწყობისა, მაინც შედეგი დავდეთ, რასაც ბევრი არ ელოდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიწები უფრო მეტად მოტივირეულები არიან, უფრო მეტი შემართებით არიან, მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგისა და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ შედეგს დადებენ, როგორც პორტუგალიასთან დროს ვიამაყეთ, - ამბობს ქომაგი. 

ძალიან ბევრნი ვიქნებით, იმიტომ, რომ ყველა კუთხეში ფრიალებს საქართველოს დროშა. ჩვენი მიზანია, რომ ესპანელები დავჩაგროთ ტრიბუნებზე და პარასკებს გერმანელები, - ამბობს ფეხბურთის გულშემატკივარი.