"ხომ მაინც გავფრინდით?" - მამუკა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებზე

30.06.24 17:31
"ხომ მაინც გავფრინდით?" - მამუკა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებზე

სპორტული მიმომხილველი მამუკა კვარაცხელია, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს დიუსელდორფში კვარაცხელიების ოჯახში უგულშემატკივრებს, ამბობს, რომ ეროვნულ ნაკრებს დღეს ევროპის ჩემპიონატზე სენსაციის მოხდენა შეუძლია. მისი თქმით, დებიუტანტ საქართელოს შეუძლია დღეს სიეთი ძლიერი მეტოქე დაამარცხოს, როგორცი ესპანეთია. მისი თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულეს მატჩი, საქართველოს ნაკრებმა უკვე მოახერხა ყველაზე მთავარი - ხალხის გაერთიანება. 

ვარ დიუსელდორფში, ვარ მე მამუკა კავარცეხლია კვარაცხელიების ოჯახში. აქ ქართული კუთხე აქვთ მოწყობილი, საქართელოა აქ დახატული, კვარაცხელიას მასიური მაცვია. წარმოიდგინეთ, ეს მაისური ათი დღეა მაცვია. ფეხბურთმა გააერთიანა საქართელო, საოცრება ქნა ამ სპორტმა. ძალიან მხაირია, რომ 1990 წელს, როდესაც ჩვენ საქართველოს ფეხბურთი ფედერაცია დავაარსეთ ჩემს მეგობრებთან ერთად ზურა პეტრიაშვილთან, ალეკო ჟღენტთან ად მაგარ ბიჭებთან ერთად, მაშინ, "შერეკილებში" რომაა, დაგვცინოდნენ და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, "ხომ მაინც გავფრინდით?". სათაური ნახეთ, რა. ამან გადამრია "მამარდაშილი ტიტანიკსაც კი გადაარჩენადაო", - ამბობს მამუკა კვარაცხელია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩი დღეს კიოლნის სტადონზე თბილისის დროით 23:00 საატზე გაიმართება.