ისტორიული თამაში ესპანეთთან - მზადება მესხის სტადიონზე

ვინც გერმანიაში გამგზავრება ვერ შეძლო საქართველო - ესპანეთის საფეხბურთო დაპირისპირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უყურებს, სადაც ექვსი დიდი ეკრანია დამონტაჟებული.
ვიდრე ქომაგებისთვის კარი გაიხსნება მოქალაქეები კოკა-სკოლას ფან ზონაში იკრიბებიან. გადამწყვეტი მატჩის საყურებლად ქომაგები სტადიონზე საყვარელი ფეხბურთელების მაისურებით და საქართველოს დროშებით დამიდიან - რა თქმა უნდა გამარჯვების სურვილით. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები დარწმუნებული არიან, რომ ნაკრების შემადგენლობა დღეს თავს არ დაზოგავს.