საქართველო - ესპანეთი - რა გეგმა აქვს მოფიქრებული საქართველოს ნაკრების რისკიან მწვრთნელს?

რა გეგმა აქვს მოფიქრებული საქართველოს ნაკრების რისკიან მწვრთნელს? - მეტოქესთან ბრძოლის როგორი ტაქტიკა შეარჩია ვილი სანიოლმა?
თბილისში ვარაუდობენ, რომ დღევანდელი ტაქტიკაც დაცვაზე ორიენტირებული იქნება. ესპანეთის ნაკრებს ბურთზე კონტროლი და მწვავე შეტევა უყვარს. ამ დავალებას ესპანური ნახევარდაცვა უზრუნველყოფს, რომელიც ლიდერიც გუარდიოლას ფავორიტი როდრია - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი.
ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საღამოს მთელი დატვირთვა მოედნის ცენტრზე იქნება - ანუ ოთარ კიტეიშვილზე, გიორგი ქოჩორაშვილსა და გიორგი ჩაკვეტაძეზე.
ესპანეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ლა ლიგის ღირსებას იცავს. იქ თამაშობს ქართველი გიორგი მამარდაშვილიც. საქართველოს კარის მცველმა მათი თამაშის ტაქტიკა კარგად იცის, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მამარდაშვილი დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იქნება.