როგორია გულშემატკივრების მოლოდინი - ფეხბურთის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება
შთამბეჭდავი ქომაგობა და ფეხბურთის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება - ეროვნული ნაკრების თამაშზე მიდის ბავშვიც და მიდის 81 წლის პენსიონერიც, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ელოდებოდა როდის ითამაშებდა საქართველოს ნაკრები დიდ ჩემპიონატზე.
ოცნება ახდა - ახლა შედეგის მოლოდინშია ყველა. მხოლოდ დღეს თბილისიდან გერმანიის მიმართულებით ორი სპეც რეისი შესრულდა. ბორტი სავსე იყო ნაკრების მაისურიანი მგზავრებით და ხუთჯვრიანი დროშებით.