დაოჯახება, გახდომა, ვარცხნილობის შეცვლა - ვინ რა პირობას დებს, თუ საქართველო ესპანეთის ნაკრებს დაამარცხებს ?
ერთ კვირიანი მორატორიუმი პრორუსული პარტიის ლანძღვაზე და პარლამენტის ტრიბუნასთან შესასრულებელი ესპანური სიმღერა - თუ დღეს საქართველო გაიმარჯვებს, დეპუტატი რომან გოცირიძე მზადაა, პარლამენტის ისტორიულ დარბაზში მთავარ ტრიბუნასთან მისი ბავშვობის კუმირის სიმღერა იმღეროს.
დაპირებების ვიდეოებით სოციალური ქსელი აჭრელებულია - ზოგი დაოჯახებას აპირებს, ზოგი გახდომას, ზოგიც ვარცხნილობის შეცვლას. თმის შეღებვის და შეჭრის პირობა დადებული აქვთ კვარაცხელიას, ქოჩორაშვილს და ჩაკვეტაძესაც.
ერთ-ერთი დიდი ნავთობ პროდუქტების იმპორტიორი კი მზადაა ხვალ ყველა ტიპის საწვავი ორ ლარად გაყიდოს.