საქართველო VS ესპანეთი - ისტორიული მატჩი დაიწყო
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უპირისპირდება. საქართველო - ესპანეთის ისტორიული მატჩი კიოლნში მიმდინარეობს.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.
22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. 26 ივნისს კი თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.