"ნურაფრის ნუ გეშინიათ!"- როგორ ამხნევებენ ეროვნულ ნაკრებს ქართველი გულშემატკივრები (ვიდეო)

01.07.24 00:04
"ნურაფრის ნუ გეშინიათ!"- როგორ ამხნევებენ ეროვნულ ნაკრებს ქართველი გულშემატკივრები (ვიდეო)

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მართავს შეხვედრას. პირველი ტაიმი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

გერმანიის ქალაქ კიოლნში მიმდინარე შეხვედრას ქართველი გულშემატკივრები სტადიონზე ესწრებიან.

ქომაგები "ჯვაროსნებს" ქართველი გულშემატკივრები ყველასთვის ცნობილი სიმღერით "ნურაფრის ნუ გეშინია" - ამხნევებენ.  

ქართველი გულშემატკივრების ნაწილი ისტორიულ მატჩს თბილისში, თვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამონტაჟებული დიდი ეკრანის მეშვეობით ადევნებს თვალს.