"მადლობა ბიჭებს!" - ეროვნული ნაკრების საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა

01.07.24 00:56
"მადლობა ბიჭებს!" - ეროვნული ნაკრების საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო.

ესპანეთის მხრიდან  პირველი გოლი შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე გავიდა.

ესპანელებმა მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს.

მეოთხედფინალში ესპანეთი გერმანიის ნაკრებს შეხვდება.

საქრთველოს ნაკრებს მიღწეული შედეგისთვის და იმ ზღაპრისთვის, რაშიც საქართველო ამოგზაურეს, მოქალაქეები მადლობას უხდიან.