ვილი სანიოლი: იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ
"ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, ცხადად თამაშგარე იყო. თუ ნიდერლანდების გოლი საფრანგეთთან თამაშგარე იყო, დღეს 10-ჯერ მეტად იყო" - ამის შესახებ ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
"VAR ფეხბურთში შესანიშნავია, მაგრამ, არ ვიცით, სწორად როგორ გამოვიყენოთ. გადაწყვეტილებას იღებენ იგივე ადამიანები, შეიძლება წინ 10 ეკრანი ჰქონდეთ, მაგრამ ერთი და იმავე ეპიზოდებს სხვანაირად აფასებენ, ამას ფეხბურთელები ვერ იგებენ. არ ვიცით, VAR სწორად როგორ გამოვიყენოთ"- თქვა ეროვნული ნაკერების მთავარმა მწრთნელმა.
სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ 2026 წლის მუნდიალზე საუბარი მგონი ძალიან ადრეა.
მისი თქმით, ახლა საჭიროა ნაკრები დასხდეს და ერთად გააანალიზონ, რა გააკეთეს.
სანიოლი გუნდით ამაყოფს და ღიად ამბობს, რომ ნაკრების ევოლუცია ფანტასტიკური იყო.
"რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ. ამ ტურნირზე გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ. არ ვამბობ, რომ დღეს იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ცოტათი დამწუხრებულები ვართ, რადგან წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, უახლოეს დღეებში გავაანალიზებთ, თუ რა გავაკეთეთ. დღევანდელი მატჩიდან ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ, რომ ამ დონეზე თამაშისთვის ყოველ წამს 100%-ით მზად უნდა იყო. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ, ფეხბურთელებმაც, მეც, ფედერაციამაც. მოგებისგან და წაგებისგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გავაანალიზოთ“.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები კიოლნის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრები “ფურია როხასთან” 4:1 დამარცხდა.