ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ

ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთ-საქართველოს მატჩის შემდეგ განაცხადა.
„მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ"- თქვა ხვიჩამ პირველ კომენტარში.
ჩემი აზრით ცოტა არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ბოლო წუთებში ბურთი რომ არ გაგვეშვა ალბათ უკეთესი იქნებოდა. გოლიც ისეთი იყო, 50/50-ზე იყო და ჩემი აზრით არ უნდა ჩათვლილიყო იმიტომ, რომ მამარდაშვილზე მორატა აშკარად მოქმედებდა, მაგრამ არა უშავს, ფეხბურთია. დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს და ბედნიერები ვართ. ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე, ჩემი აზრით ვიმსახურებთ ამ ყველაფერს, სადაც ვართ დღეს“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
მან ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა - ერთად დგომით კიდევ უფრო წინ წავალთ" ამბობს კვარა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები კიოლნის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრები “ფურია როხასთან” 4:1 დამარცხდა.