მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოა - ესპანეთის მწვრთნელის პირველი კომენტარი

ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი ლუის დელა ფუენტე საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ლუის დელა ფუენტე ქართველებს აქებს და ამბობს, რომ "მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოა".
8-9 გოლის გატანა შეგვეძლო. მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოა, მაგრამ ყველა საჭირო ძალისხმევა გავიღეთ.
ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩვენ მათ იდეებს გადავცემთ, ისინი კარგად ერკვევიან სათამაშო სიტუაციებში - როდის მეტი ირბინონ და როდის დაიჭირონ ბურთი. შეხვედრის განვითარების გამო სირთულეები შეგვექმნა, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება შევძელით. მათ ოთხი გოლი გაუშვეს,
თუმცა შეიძლებოდა გაცილებით მეტი გაეშვათ"- თქვა მან.