იმსახურებდნენ პროგრესს და მიაღწიეს კიდეც. ისინი დანებებაზე უარს ამბობდნენ - The Guardian საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე
"ისინი იმსახურებდნენ პროგრესს და მიაღწიეს კიდეც. ამასობაში ვილი სანიოლის ბიჭები სახლში მიდიან, სადაც 3,7 მილიონი ადამიანი სამართლიანად მიიღებს მათ გმირებად," - ასე ეხმაურება The Guardian საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო2024-ზე ნაჩვენებ პროგრესს.
გავლენიანი გამოცემა საქართველოს ეროვნულ ნაკრების თამაშს პოზიტიურად აფასებს და წერს, რომ სასიამოვნო იყო მათი თამაშის ნახვა.
საქართველო ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდია, მსოფლიოში 74-ე, ევროპაში კი 35 ადგილს იკავებენ და ეს გასაკვირი არ არის. იმასაც ფიქრობდნენ, ხომ არ წავიდოდნენ უფრო შორსაც. დიდი სიურპრიზია ის თუ როგორ მოგვენატრება ისინი, როგორ გავერთეთ მათი ყურებით. სანიოლის გუნდმა გახსნა ანგარიში, გახდა პირველი, რომელმაც გაიტანა გოლი ესპანეთის წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც დაეცნენ, მათ დაიწყეს ძებნა, როგორ უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან თამაშში, ისინი დანებებაზე უარს ამბობდნენ," - წერს გამოცემა.