ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა გახარებულ ქართველებს ვხედავ, უფრო ძლიერები დაგიბრუნდებით - კვარაცხელია

"ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა გახარებულ ქართველებს ვხედავ. ვაგრძელებთ შრომას და უფრო ძლიერები დაგიბრუნდებით" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
შემტევი ნახევარმცველი გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით სიამაყეს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნისა, საქართველო ბრძოლას ისევ გააგრძელებს.
ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები.
მადლობა!!", - წერს ხვიჩა კვარაცხელია.