ერთად შევქმენით ეს ისტორია და უფრო ძლიერები დავბრუნდებით - დავითაშვილი

"ერთად შევქმენით ეს ისტორია და უფრო ძლიერები დავბრუნდებით" - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზს.
ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ აქამდე მათთან ერთად, ერთიანი ძალისხმევითა და ერთობით მოვიდნენ.
თითოეული ჩვენგანის ოცნება იყო აქ მოხვედრა და თამაში. ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გავაკეთეთ.
მადლობა მინდა, გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის. ამ გუნდის წევრობით ამაყი ვარ, ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად, უფრო ძლიერები დავბრუნდებით”, - წერს დავითაშვილი.