"დაიჯერეთ საკუთარი თავის" - გიორგი მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ "პირველებთან" (ვიდეო)
გიორგი მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ "პირველებთან" - საქართველოში დაბრუნებულმა მეკარემ, რომელმაც ნაკრების კარი "რკინის გუმბათად" აქცია მადლობას უხდის ყველა გულშემატკივარს ასეთი დახვედრისა და იმ ქომაგობისთვის, რაც ქართველებმა ევროპის ჩემპოიონატის განმავლობაში აჩვენეს.
სამომავლო გეგმებზე გიორგი მამარდაშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ "ვალენსიასთან" 3 წლიანი კონტრაქტი აქვს.
რაც შეეხება მომავალ თაობას და პატარა ფეხბურთელებს, რომელთა ოცნება სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებში თამაშია, მამარდაშვილი ურჩევს, რომ საკუთარი თავის დაიჯერონ და იშრომონ თავიანთი მზინის მისაღწევად.
პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც დაგვხდა აეროპორტში. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ ქვეყანში. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ უბრალოდ და თუ ვინემ ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.
პირველ რიგში უნდა დავისვენო რამდენიმე დღე. ჩემს მომავალს რაც შეეხება, სამი წელი ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან. ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს გადაწყვეტილი. ყველანი ერთად დავსხდებით და ისე გადავწყვეტთ ჩემს მომავალს.
ველოდებით ასეთ გულშემატკივრობას, რადგა ვიცით, როგორ უყვერთ ცენს ხალხს ფეხბურთი. ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ ს~ტავიანთი თავების და იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ", - ამბობს მამარდაშვილი "პირველებთან".
ეროვნული ნაკრები სამშობლოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა.
ახლა ჯვაროსნების სრული შემადგენლობა ლოკომიტოვის ბაზაზე იმყოფება, ცოტა ხანში სახლებში წავლენ და საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა