"ერთი პატარა ოთახი გვქონდა"- ჩაკვეს გზა ტრიუმფამდე

29.06.24 21:01
"ერთი პატარა ოთახი გვქონდა"- ჩაკვეს გზა ტრიუმფამდე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის გზა ტრიუმფამდე - "ჩაკვეს" დედა დედა, მთვა­რი­სა რუ­ხა­ძე "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი 10 წლის იყო, დი­ნა­მოს აკა­დე­მი­ა­ში რომ წა­ვი­და.

10 წლის იყო, დი­ნა­მოს აკა­დე­მი­ა­ში რომ წა­ვი­და, იქ იძი­ნებ­და მაგ­რამ დე­დას­თან უნ­დო­და წა­მოს­ვლა. გივი ლო­მი­ძე იყო მწვრთნე­ლი, როცა მისი "ფინ­ტე­ბი“ ნახა, ეუბ­ნე­ბა, ბიჭო, შენ რა გვა­რი ხარო. გი­ორ­გიმ უთხრა, მე ჩაკ­ვე­ტა­ძეო - შენ ჩაკ­ვე­ტა­ძე კი არა, მეს­ხი ხარო.

ბელ­გი­ას სურ­და, გი­ორ­გის წაყ­ვა­ნა. ჩა­მო­ვიდ­ნენ, სახ­ლში მო­ვიდ­ნენ, უნდა ვნა­ხოთ, სად ცხოვ­რობ­სო. ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი გვქონ­და. ბი­ჭე­ბი იქ ცხოვ­რობ­დნენ, სა­მი­ვე.

გა­გიჟ­და და გვი­თხრა, ახლა წა­დი­თო, მო­ნა­ხეთ ბი­ნაო და მე ვყი­დუ­ლო­ბო, ეს ბინა გვი­ყი­დეს მერე ბელ­გი­ე­ლებ­მა", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლის დედა.