UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენების გამოც დააჯარიმა

02.07.24 13:37
UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენების გამოც დააჯარიმა

UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველო-თურქეთის მატჩზე გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენების გამოც დააჯარიმა.

18 ივნისს სტადიონზე გამოყენებული პიროტექნიკის გამო ფედერაცია 6 250 ევროთი დაჯარიმდა. თურქეთს ამავე დარღვევისთვის 9 750 ევროს გადახდა დაეკისრა.

ამასთანავე, UEFA-მ ფეხბურთის ფედერაცია საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის მატჩის წინ სტადიონზე ხანმოკლე ჩხუბის გამო, 30 000 ევროთი დააჯარიმა, თურქეთი კი - 25 000 ევროთი.

რაც შეეხება 26 ივნისს გამართულ საქართველო-პორტუგალიის მატჩს, გულშემატკივრის მოედანზე შევარდნის გამო, ფედერაცია UEFA-მ 8 000 ევროთი დააჯარიმა, ამავე მატჩზე გაშვებული ფეიერვერკის გამო კი, დამატებით 1 750 ევროთი. პორტუგალია ამ დღეს 3 750 ევროთი დაჯარიმდა, მიზეზი მოედანზე ტრიბუნებიდან სხვადასხვა ნივთების სროლაა.

შესაბამისად, ჯამში გულშემატკივართა მიერ წესრიგის დარღვევისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 46 000 ევროთი დაჯარიმდა.