საქართველო ეროვნულ ნაკრებს დახვდა - ემოციური ფოტოები

საქართველო ეროვნულ ნაკრებს დახვდა - ნახეთ, ეროვნული ნაკრების ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ემცოირუი ფოტოები.
დიდმა თუ პატარამ, ყველა თაობის წარმომადგენელმა, დღეს დილაუთენია იმიტომ გაიღვიძა, რომ თბილისის აეროპორტში ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს დახვედროდნენ.
იყო ბევრი სიხარული ცრემლი და ოვაციები. აეროპორტის მიმდებარედ ხუთჯვრიანი დროშები ფრიალებდა. ამ ყველაფრის შემხედვარე ქართველი ფეხბურთელები ავტობუსის ფანჯრებიდან თვალს ადევნებდნენ თვალს ამ დიდებულ სანახაობს და ემოციებს ვერ იკავებდნენ.
ჯვაროსნების სრული შემადგენლობა კი საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა