ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

26.07.21 13:46
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი, ფინალშია.

 ფინალში შავდათუაშვილი იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება.

მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ჯიბუტის წარმომადგენელი ადამ ალექსანდრ ჰუსეინი  დაამარცხა. მეოთხედფინალში ლაშა შავდათუაშვილმა კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით, სძლია, ხოლო ნახევარფინალში კორეელი ჩანგრიმ ანი დამატებით დროში დაძაბული ბრძოლის შემდეგ გაფრთხილებებით დაამარცხა.