ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

26.07.21 14:45
ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით სპორტის 11 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.