სად გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას ხვიჩა კვარაცხელია?

04.07.24 14:16
სად გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას ხვიჩა კვარაცხელია?

სად გააგრძელებს აფეხბურთო კარიერას ხვიჩა კვარაცხელია? - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი მილანში ჩავიდა და "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდება.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი წერს, რომ ამ მოლაპარაკებების მეორე რაუნდით,  წესით კონტრაქტის პირობები უნდა გაიწეროს.  მთავარი რასაც კვარაცხელიას მხარე ითხოვდა, ეს ნაპოლის ქართველი ფეხბურთელისთვის ანაზღაურების მომატებაა და  კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა იყო, რაც სატრანსფერო ბაზარზე კვარაცხელიას მიმართ მოთხოვნას გაზრდის.