გიორგი გველესიანის ეროვნულ ნაკრებამდე განვლილი მძიმე გზა - წავა თუ არა ფეხბურთელი პოლიტიკაში?

06.07.24 20:36
გიორგი გველესიანის ეროვნულ ნაკრებამდე განვლილი მძიმე გზა - წავა თუ არა ფეხბურთელი პოლიტიკაში?

 

იყო პერიოდი, როდესაც ბოთლები უნდა შეეგროვებინა, ჩაებარებინა და თავი ისე გაეტანა. 15 წლის ასაკში პირველად დინამოზე რომ მივიდა, დახეული კედების გამო მწვრთნელმა შენიშვნა მისცა. ეს ამბავი მის მეხსიერებაში კი ისე ჩაიბეჭდა , რომ 18 წლის შემდეგაც ეს მძიმე ეპიზოდი წამების სიზუსტით ახსოვს - გიორგი გველესიანის მძიმე გზა აღიარებამდე და ქუჩა-ქუჩა ბრძოლა საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. "შაბათის ეთერი" 33 წლის ფეხბურთელზე გიყვებათ. 

ეროვნული ნაკრებამდე გზა, მძიმე იყო, გაჭირვების გზა. ცნობილი ინჟიმერი მამა 12 წელი ხელოსნადაც კი მუშაობდა რომ შვილები ერჩინა. 

ამ ისტორიის მოყოლა ახლა არა სათაკილო არამედ სხვებისთვის მაგალითია, რომ შრომა მიზნის მისაღწევად ერთადერთი სწორი გზაა. ახლა როდესაც გამარჯვებას ულოცევან და ყველა მასზე ლაპარაკობს, სულ ახსოვს ის ამბები, რომელიც ამ მიზნისკენ სვლას თან ახლდა. ასეთ ამბებს ერთხელ ყვებიან, თუმცა აღიარებამდე განვლილი მძიმე გზის გახსენება მარტივი არ არის. 

ოჯახისგან 1598 კილომეტრით შორს უწევს ცხოვრება, თუმცა მის ცხოვრებაში არცერთი დღე არ ყოფილა რომ შვილების აღზრდაში ჩართული არ ყოფილიყო. 

გიორგი გველესიანს მთელი კარიერის განმავლობაში ერთი ოცნება ქონდა, ეროვნულ ნაკრებში ეთანაშა,  პირველად ნაკრბში დინამოდან მიიწვიეს მაგრამ სულ სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ახლა კი მისი დებიუტი 32 წლის ასაკში მონტენეგროსთან შედგა.  

ახლა მცველს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება თავად შექმა და ცხოვრების გზაზე უამრავი სირთულის გადალახვა შეძლო  მომავალზე ლაპარაკი უჭირს, თუმცა არც პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავს. 

"ქარი საით დაარხევს ჩემი მომავლის ბედს, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ", - ეუბნება გველესიანი "შაბათის ეთერს".

იქნება თუ არა გიორგი გველესიანის შემდეგი ნაბიჯი პოლიტიკა და ეყოლება თუ არა ქვეყანას კიდევ ერთი ფეხბურთელი პოლიტიკოსი? - ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში.