მიქაუტაძესთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ - „მონაკოს“ დირექტორი

06.07.24 19:11
მიქაუტაძესთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ - „მონაკოს“ დირექტორი

საქართველოს ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ახალ კლუბში ტრანსფერის საკითხი ახლო მომავალში უნდა გადაწყდეს. ფრანგული „მონაკოს“ დირექტორის, ტიაგო სკურომ განცხადებით, კლუბი გიორგი მიქაუტაძესთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

„გიორგი მიქატაუძესთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ვიმედოვნებ, წარმატებულ და სამართლიან შეთანხმებას მალე მივაღწევთ. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ ვიპოვით გზას, რომელიც „მეცის“ მოლოდინებს დააკმაყოფილებს. ამ მომენტისთვის მათი კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრები“, – განაცხადა სკურომ.

გიორგი მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი მეცში დაიწყო, მაგრამ შემდეგ 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ ამსტერდამის აიაქსში გადაბარგდა. ნიდერლანდებში წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ფეხბურთელი იჯარით ყოფილ კლუბში დაბრუნდა, ჯამში კი, საფრანგეთის ლიგა 1-ის 20 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მეცმა, რომელიც ლიგა 2-ში დაქვეითებას ვერ გადაურჩა, სეზონის ბოლოს მიქაუტაძის ტრანსფერი უკან გამოისყიდა და ახლა მის დაახლოებით 20 მილიონ ევროდ გაყიდვას იმედოვნებს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელით, რომელიც 3 გოლით ამ დრომდე ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა, ცნობილია, რომ მონაკოს გარდა, ასევე ინტერესდებიან: მარსელი, ლიონი, ლანსი, ვესტ ჰემი და ბოლონია.

მსგავსი სიახლეები