ის, რომ "ოცნებამ" ქვეყნის ევროინტერგაცია გააჩერა, ნატოს სამიტიც მოწმობს - ვაშაძე
"ქართული ოცნება" ახალ თაობას მომავალს ართმევს, - ამის შეასხებ "სრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი საუბრობს. გიორგი ვაშაძის თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ევროინტეგრაცია გააჩერა, ნატოს სამიტიც მოწმობს.
ფაქტობრივად, ჩვენს ახალ თაობას ართმევენ მომავალს. „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ამას მოწმობს ნატოს სამიტი, ამაზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი. ერთადერთი, ვფქირობ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოს ნატოს სამიტზე და ამ საერთაშორისო ასპარეზზე ახლა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე, სადაც ალიანსის 32 ლიდერია შეკრებილი, საქართველო დღის წესრიგიდან მოხსნილია. მაშინ, როდესაც მსოფლიოს ლიდერები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ, არცერთი განცხადება საქართველოზე არ გაკეთებულა.