ზურიკო დავითაშვილი "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელი გახდა

12.07.24 10:35
ზურიკო დავითაშვილი "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელი გახდა

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა ერთის საფეხბურთო კლუბში ითამაშებს. ინფორმაცია დადასტურებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელი გახდა.

საფრანგეთის 10 გზის ჩემპიონ კლუბთან დავითაშვილმა 4 წლიანი კონტრაქტი დადო.

"მოუთმენლად ველი ჟოფრუა გიშარზე გულშემაკივრების წინაშე თამაშს," - აცხადებს  ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი.

ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, სენტ-ეტიენმა ვიდეო რგოლიც გამოაქვეყნა, სადაც დავითაშვილის გადაბირებას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით ზეიმობს.