ესპანეთის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა

15.07.24 01:03
ესპანეთის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ესპანეთი ჩემპიონია - ევროპის ჩემპიონტის ფინალში ესპანეთმა ინგლისს 2:1 მოუგო და მეოთხედ გახდა ევროპირველობის გამარჯვებული.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის განახლებისთანავე  უილიამსმა პირველი გოლი გაიტანა.

ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მიღებული გოლის შემდეგ მალევე განახორციელა ცვლილება – კეინის ნაცვლად პალმერი შეიყვანა. 73-ე წუთზე სწორედ პალმერმა გაათანაბრა ანგარიში საკას აქტიურობისა და ბელინგემის პასის შემდეგ.

მატჩის 86-ე წუთზე წუთზე ესპანეთმა რიგით მეორე გოლი გაიტანა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 

 

მსგავსი სიახლეები