გიორგი მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა!
სასიხარულო ამბავი: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა - მიმდინარე წლის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 6 ფეხბურთელი გახდა.
უეფას გადაწყვეტილებით, ოქროს ბუცი ყველა იმ ფეხბურთელმა მიიღო, ვისაც ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი.
ესენი არიან:
- გიორგი მიქაუტაძე – საქართველო;
- ჰარი კეინი – ინგლისი;
- კოდი გაკპო – ნიდერლანდები;
- ჯამალ მუსიალა – გერმანია;
- დანი ოლმო – ესპანეთი;
- ივან შრანცი – სლოვაკეთი.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონია. ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით - 2:1 დაამარცხა.