ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

28.07.21 15:44
ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა  ლაშა ბექაურმა გერმანელი მეტოქე დაამარცხა.

შესაბამისად, 21 წლის სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონია. ძიუდოისტმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა.