ტოკიოს ოლიმპიური თამაშები - რომელი ქვეყნის სპორტსმენები ლიდერობენ

28.07.21 19:32
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები - რომელი ქვეყნის სპორტსმენები ლიდერობენ

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში აღებული მედლების მხრივ ლიდერობას დამაჯერებლად განაგრძობს მასპინძელი ქვეყანა. იაპონელმა სპორტსმენებმა 13 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომელმაც 12 ოქროს, 6 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს აღება მოახერხა. მესამე ადგილს ამერიკელები ინარჩუნებენ 11-11 ოქრო-ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედლით. 

საქართველო მე-19-ე ადგილზეა, რადგან 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა. 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში შედეგის მიღწევა მასში მონაწილე 57-მა ქვეყანამ შეძლო.