ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) უზბეკი მეტოქე დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა.
ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელა სილვას შეხვდება.
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.