ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მეოთხედფინალში ლაშა ბექაურმა (90 კგ) გაიმარჯვა და ნახევარფინალში მოხვდა, ბექაურმა სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანი იპონით დაამარცხა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.