ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100კგ) ნახევარფინალშია. ილიამ მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა.
ცნობისთვის, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.