საქართველოს სახელით მოასპარეზე ანტონ პლესნოიმ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

31.07.21 17:02
საქართველოს სახელით მოასპარეზე ანტონ პლესნოიმ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მან მიღებული თავის  ტრავმის მიუხედავად 210 კილოგრამი ასწია და მესამე ადგილზე გავიდა.

ამ დროისთვის საქართველომ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს.