ლაშა ბექაური: ერთი სული მაქვს საქართველოში ჩავიდე და ჩემს ხალხთან ერთად აღვნიშნო ეს დიდი გამარჯვება

03.08.24 18:20
ლაშა ბექაური: ერთი სული მაქვს საქართველოში ჩავიდე და ჩემს ხალხთან ერთად აღვნიშნო ეს დიდი გამარჯვება

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური პარიზიდან მიმართვას ავრცელებს და საკუთარ ემოციებზე საუბრობს.

ბექაურის თქმით, ერთი სული აქვს საქართველოში ჩავიდეს, რათა საკუთარ ხალხთან ერთად აღნიშნოს ეს დიდი გამარჯვება.

დასრულდა ოლიმპიური თამაშები, ძალიან მშვიდად ვარ, რისთვისაც ვემზადებოდი, ყველაფერი გავაკეთე და გავაკეთეთ მთლიანად ძიუდოს ოჯახმა. უბედნიერესი ვარ და ერთი სული მაქვს საქართველოში ჩავიდე და ჩემს ხალხთან ერთად აღვნიშნო დიდი გამარჯვება და ეს სიხარული ყველამ ერთად განვიცადოთ", - ამბობს ვიდეომიმართვაში ბექაური.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა. ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ბექაურმა, ხოლო ვერცხლის მედალოსნები გახდნენ - ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე.

მსგავსი სიახლეები