ერთი ოქრო და ორი ვერცხლი - ქართველ ოლიმპიელებს გულშემატკივრებმა თბილისში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

05.08.24 11:09
ერთი ოქრო და ორი ვერცხლი - ქართველ ოლიმპიელებს გულშემატკივრებმა თბილისში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

ქართველი ოლიმპიელები თბილისში დაბრუნდნენ. ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები სამშობლოში ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალით ჩამოვიდნენ. პარიზიდან-თბილისში დაბრუნებულ სპორტსმენებს გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. მოქალაქეებმა აეროპორტიდან ოლიმპიელები ეროვნული მუსიკის ფონზე გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ გაატარეს და მადლობა გადაუხადეს.

მადლობა, ხალხო! თქვენთვის ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლომდე. მიყვარხართ გულში!, - თქვა ლაშა ბექაურმა გულემატკივრებთან შეხვედრისას. 

 გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემაც. 

უზომოდ ბედნიერი ვარ. ახლა ვგრძნობ, რომ ეს გამარჯვება ჩემი გამარჯვება არ ყოფილა და მთელი საქართველოს გამარჯვებაა. და ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი აქ ცამოსვლაა და ამ ადამიანებთან ერთად სიხარულის გაზიარებაა. ძაიან დიდი მადლობა!, - თქვა ილია სულამანიძე.

პარიზის ოლომპიადის დასრულებამდე 1 კვირა რჩება. 18 ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადაზე გამოსვლა უკვე დაასრულა, დარჩენილია კიდევ 10 სპორტსმენი. პარიზულ ხალიჩაზე და ფოცარნაგზე 7 მოჭიდავე და 3 ძალოსანი გამოვლენ. მათ შორის იქნება ლაშა ტალახაძეც.