იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქაჯაიამ პირველ შეხვედრაში ფინელ მეტოქეს 9-0-ით სძლია.
შემდეგ შეხვედრაში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, რუსი სერგეი სემიონოვი 3-1 დაამარცხა.
ქართველი მოჭიდავე ზაფხულის თამაშებზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.