ჩეხეთ-საქართველოს მატჩზე ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოს დაიწყება

08.08.24 14:56
ჩეხეთ-საქართველოს მატჩზე ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოს დაიწყება

“ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება“, – ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ჩეხეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოს დაიწყება.

7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ცნობილია, შემოდგომაზე დაგეგმილი კიდევ ორი საშინაო მატჩის მასპინძელი სტადიონი. პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი მესხის სტადიონზე გაიმართება. 16 ნოემბერს კი, საქართველო-უკრაინის თამაში „ბათუმი არენაზე“ შედგება“, - წერია ინფორმაციაში.

ფეხბურთის ფედერაცია ასევე აღნიშნავს, რომ „დინამო არენას“ ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სტადიონის რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება შეზღუდულია. შესაბამისად, სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება. ამიტომ ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

7 სექტემბრის, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 15 აგვისტოს დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება“, – წერია სფფ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.