გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია.
მან მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე, გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური შეხვედრები დღეს 20:15 საათიდან დაიწყება.